ფეხბურთი

20:48 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ჰილალი“ „ბენფიკას“ თავდამსხმელით, ლეონარდოთი დაინტერესდა

საუდურმა „ალ-ჰილალმა“ პორტუგალიურ „ბენფიკას“ ცენტრფორვარდის, მარკოს ლეონარდოს ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება გაუგზავნა - წერს ჟურნალიტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, „ბენფიკამ“ 21 წლის ფორვარდისთვის 40 მილიონი ევროს შეთავაზება მიიღო. მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებებს, მაგრამ პორტუგალიურმა კლუბმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

მარკოს ლეონარდომ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106125