ფეხბურთი

16:05 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის ფანტასტიკური თამაში და დუბლი სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ულსანმა“ „პოანგი“ დრამატულ მატჩში 5:4 დაამარცხა, გიორგი არაბიძემ კი, ფანტასტიკური თამაში ჩაატარა.

ქართველი პირველად მოხვდა „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში და დუბლი გაიფორმა. მან მეექვსე წუთზე საოცარი საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო 36-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:1 გახადა.

გიორგის მცირე დაზიანება აწუხებდა, რის გამოც ბოლო მატჩები გამოტოვა, ამჯერად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს და მეორე ტაიმში მოედანზე არ იყო. მეორე ნახევარი კი, ძალიან შედეგიანი გამოდგა ორივე გუნდმა 3-3 გოლი გაიტანა შესვენების შემდეგ, შესაბამისად, „ულსანმა“ 5:4 მოიგო.

26 წლის ქართველ შემტევს სამხრეთკორეულ გუნდში 3 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ულსანი“ 51 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 სექტემბერს, „განგვონს“ უმასპინძლებს.

0.119697