ფეხბურთი

14:35 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ვიქტორ ოსიმენი და მარიო რუი სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანა

„ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენი სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანა. მას შემდეგ, რაც ნიგერიელმა კლუბი ვერ დატოვა, მოუწევს რამდენიმე თვე უქმობა.

ოსიმენს ახლა საუდის არაბეთში ან კატარში გადასვლის იმედი უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იანვრამდე „ნაპოლის“ ფეხბურთელი ფორმალურად იქნება, ვერც ითამაშებს და ვერც თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშებს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი ეცდება, ნიგერიელი გაასხვისოს.

ოსიმენი ერთადერთი არაა, ვინც „ნაპოლიმ“ სერია A-ს განაცხადს მიღმა დატოვა: იგივე ბედი გაიზიარა მარიო რუიმ. პორტუგალიელი მცველიც არ შედის ანტონიო კონტეს პროექტში და ისიც, ვერც ითამაშებს და ვერც გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" სერია A-ს ორ ტურში 3 ქულა აქვს, დღეს კი, საკუთარ მოედანზე "პარმას" უმასპინძლებს.

0.115832