ფეხბურთი

15:35 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შემდგარი ყველაზე საინტერესო ტრანსფერები

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ტრადიციულად ბოლო დღე დატვირთული გამოდგა, ბევრი ტრანსფერი განხორციელდა.

რამდენიმე გამორჩეული ტრანსფერის შესახებ გაერთიანებულ ინფორმაციას წარმოგიდგენთ.

30 აგვისტოს ტრანსფერები

„ლიონმა“ „გალათასარაიდან“ სეზონის ბოლომდე ვილფრიდ ზაჰა ინათხოვრა.

„კრისტალ პალასმა“ 30 მილიონ ევროდ ედი ნკეტია დაიმატა „არსენალიდან“ და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

„რომამ“ „გლადბახის“ ნახევარმცველი მანუ კონე შეიძინა 15 მილიონ ევროდ, ხოლო „მილანიდან“ ალექსის სალემაკერსი ინათხოვრა.

სანაცვლოდ, „რომადან“ „მილანში“ იჯარით გადავიდა ინგლისელი ფორვარდი ტამი აბრაჰამი.

„ბრენტფორდის“ თავდამსხმელი ივან ტოუნი „ალ-აჰლის“ 40 მილიონ ევროდ შეუერთდა და არაბეთში სეზონში 20 მილიონ ევროს მიიღებს.

ბოლო დღეს იაქტიურა „ნაპოლიმ“, რომელმაც ერთბაშად ორი შოტლანდიელი ცენტრალური ნახევარმცველი დაიმატა: ბრაიტონიდან 14 მილიონ ევროდ ბილი გილმორი და „მანჩესტერიდან“ 30 მილიონ ევროდ სკოტ მაკტომინეი.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ურუგვაელი ნახევარმცველი მანუელ უგარტე გაიფორმა.

ლონდონის „არსენალმა“ „ბრენტფორდიდან“ იჯარით ბრაზილიელი მეკარე ნეტო დაიმატა, ხოლო ასევე მეკარე, აარონ რამსდეილი "საუთჰემპტონს" დაუთმო.

„მეთოფეებმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ ერთი სეზონით, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე ინათხოვრეს რაჰიმ სტერლინგი.

„ბეტისის“ ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი 5 მილიონ ევროდ „ალ-ჯაზირაში“ გადავიდა.

ესპანურმა „ლეგანესმა“ „დორტმუნდიდან“ ერთი სეზონით სებასტიან ალე იჯარით დაიმატა. „ლეგანესის“ კიდევ ერთი ახალწვეულია გამოცდილი სერბი მცველი მატია ნასტასიჩი.

„ლას პალმასს“ „ვულვზიდან“ ფაბიო სილვა შეუერთდა.

„ვილიარეალმა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ხუან ბერნატი დაიმატა.

„ვილიარეალი“ დატოვა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა არნო დანჯუმამ, რომელიც იჯარით „ჟირონას“ შეუერთდა.

ფრანკფურტის „აინტრახტმა“ მაჰმუდ დაუდთან გააფორმა კონტრაქტი.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ფლორენციის „ფიორენტინასთვის“, რომელმაც „უნიონ ბერლინიდან“ რობინ გოზენსი, „რომადან“ ედოარდო ბოვე და „ლაციოდან“ დანილო კატალდი დაიმატა.

„კრისტალ პალასმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ ტრევორ ჩალობა დაიმატა.

„ლაიფციგმა“ „ფეიენოორდიდან“ 20 მილიონ ევროდ ლუტშარელ გეერტრუიდა შეიძინა.

„ნაპოლიმ“ ჯალუკა გაეტანო „კალიარიში“ ერთი სეზონით გაანათხოვრა.

„ლიონმა“ ორელ მანგალა ლივერპულის „ევერტონში“ გაანათხოვრა.

ლონდონის „ჩელსიმ“ მეკარე, ჯორჯე პეტროვიჩი იჯარით ფრანგულ „სტრასბურში“ გაუშვა.

„ჩელსიმ“ იჯარით კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვა - ალბანელი ფორვარდი არმანდო ბროია „ევერტონში“.

სევილიის „ბეტისმა“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ ჯოვანი ლო სელსო დაიმატა, რომელსაც ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით ესპანელი ნახევარმცველი კარლოს სოლერი დაიმატა.

0.115645