ფეხბურთი

13:50 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-აჰლიმ" ოსიმენის ნაცვლად ინგლისელი ფორვარდი დაიმატა

„ალ-აჰლიმ“, რომელსაც ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა, ნიგერიელის ნაცვლად „ბრენტფორდიდან“ ივან ტოუნი დაიმატა.

ფეხბურთელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 20 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „ბრენტფორდს“ არაბებმა 40 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ივან ტოუნი „ბრენტფორდში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 141 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა.

0.116748