ფეხბურთი

12:15 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ორი ნახევარმცველი დაიმატა

„რომამ“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ორი ნახევარმცველი დაიმატა - მანუ კონე და ალექსის სალემაკერსი.

კონე „რომას“ „გლადბახიდან“ 15 მილიონ ევროდ შეუერთდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სეზონში 3 მილიონი ევროს ანაზღაურებით. კონეს გადაბირება „მილანსაც“ სურდა, მაგრამ რომაელებმა აჯობეს.

ფრანგმა „გლადბახში“ 2021 წლიდან 86 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ტულუზაში“ თამაშობდა.

ალექსის სალემაკერსი „რომამ“ „მილანიდან“ იჯარით დაიმატა, სანაცვლოდ კი, „როსონერის“ ტამი აბრაჰამი დაუთმო. ბელგიელმა გასული სეზონი იჯარით „ბოლონიაში“ გაატარა, სადაც 32 მატჩში 4 გოლი გაიტანა. „მილანში“ ის 2019 წელს „ანდერლეხტიდან“ გადავიდა და 141 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

0.14004