„ლიონმა“ ვილფრიდ ზაჰა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
31 წლის კოტ დივუარელი ფრანგულ კლუბს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, ამის სანაცვლოდ კი, „გალათასარაიმ“ 3 მილიონი ევრო მიიღო.
გასულ სეზონში ზაჰამ თურქულ კლუბში 42 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის „კრისტალ პალასში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 315 შეხვედრაში 72 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია