ფეხბურთი

1:28 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" "ბრაიტონიდან" შოტლანდიელი ნახევარმცველი დაიმატა

„ნაპოლიმ“ სკოტ მაკტომინეის შემდეგ კიდევ ერთი შოტლანდიელი ცენტრალური ნახევარმცველი დაიმატა - ბილი გილმორი. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

შოტლანდიელის სანაცვლოდ „აძურიმ“ „ბრაიტონს“ 14 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ბილი იტალიურ კლუბში 2 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლებს მიიღებს.

ბილი გილმორი „ჩელსის“ აღზრდილია, ხოლო „ბრაიტონს“ 2022 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში მან 41 მატჩში თავი 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

„ნაპოლიმ“ საკმაოდ ბევრი დახარჯა აწ დახურულ სატრანსფერო ფანჯარაში, რომლის ფარგლებში გილმორი 14 მილიონად, სკოტ მაკტომინეი 30 მილიონად, რომელუ ლუკაკუ 30 მილიონად, დავიდ ნერეში 28 მილიონად, ალესანდრო ბონჯორნო 35 მილიონად, რაფა მარინი 12 მილიონად და ლეონარდო სპინაცოლა უფასოდ დაიმატა.

0.103587