კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში ლიმასოლის „არისმა“ „ომონია“ გიორგი ქვილითაიას გოლით დაამარცხა.
ქართველი ფორვარდი 33-ე წუთზე ტრავმირებული ალექსანდრ კოკორინის ნაცვლად ჩაერთო თამაშში, ხოლო 78-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლია „არისში“ ოფიციალურ მატჩებში.
„არისი“ 6 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 სექტემბერს, „ომონია არადიპუს“ ესტუმრება, სადაც გიორგი ლორია თამაშობს.