ფეხბურთი

22:34 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" შოტლანდიელი ნახევარმცველი დაიმატა

„ნაპოლიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მაკტომინეიმ იტალიურ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლიმ“ „მანჩესტერს“ 30.5 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც მომდევნო ტრანსფერიდან 10% დაემატება.

სკოტ მაკტომინეიმ „მანჩესტერში“ 255 მატჩში 29 გოლი გაიტანა, ხოლო შოტლანდიის ნაკრებში 43 შეხვედრაში 10 გოლი მიითვალა, მათ შორის, ორჯერ გაიტანა.

0.12097