ფეხბურთი

18:40 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" არგენტინელი ნახევარმცველი დაიმატა

„ვალენსიამ“ ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ბარენეჩეა დაიმატა.

ის ესპანურ კლუბს სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდა. ბარენეჩეა „ასტონ ვილამ“ მიმდინარე ზაფხულს „იუვენტუსიდან“ დუგლას ლუისის ტრანსფერში მიიღო, მაგრამ მან ინგლისელებს თავი ვერ მოაწონა და გაანათხოვრეს.

ბარენეჩეა 2020-2023 წლებში „იუვენტუსის“ აკადემიაში თამაშობდა, მთავარ გუნდში კი 5 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში ტურინელებმა ის „ფროზინონეში“ გაანათხოვრეს, ხოლო წელს გაყიდეს.

შარშან ბარენეჩეა „ფროზინონეში“ გიორგი კვერნაძის თანაგუნდელი იყო, ამჯერად გიორგი მამარდაშვილთან ერთად ითამაშებს.

0.114439