ფეხბურთი

18:00 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის წილისყრა

კონფერენს ლიგის 2024-2025 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. ამ ტურნირზე ორი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ და ლაშა დვალი „აპოელში“. ორივეს მეტოქეები ცნობილია.

„კოპენჰაგენის“ მეტოქეები: „ბეტისი“, „ბაშაკშეჰირი“, „რაპიდი“, „ჰართსი“, „იაგელონია“ და „დინამო მინსკი“.

„აპოელის“ მეტოქეები: „ფიორენტინა“, „მიოლდე“, „ასტანა“, „შემროკ როვერსი“, „ბორაცი“ და „ნოა“.

აღსანიშნავია, რომ კონფერენს ლიგა ჩემპიონთა და ევროპა ლიგებისგან განსხვავებით ექვს ტურად ჩატარდება.

კონფერენს ლიგის გათამაშება 3 ოქტომბერს დაიწყება და ფინალი 28 მაისს, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართება.

0.114237