ფეხბურთი

16:15 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ბრაზილიელმა სპეციალისტმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის ორი დებიუტანტია: სებასტიან სპაჰიუ და აგიმ ზეკა. ალბანეთი ერთა ლიგაზე, უკრაინისა და საქართველოსთან მატჩებისთვის მზადებას 2 სექტემბერს, შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს:

მეკარეები: ტომაშ სტრაკოშა (აეკ, საბერძნეთი), ალენ შერი (კალიარი, იტალია), სიმონ სიმონი (ინგოლშტადტი, გერმანია)

მცველები: ელშეიდ ჰისაი (ლაციო, იტალია), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანდი ჰანდროი (პარტიზანი), მარიო მიტაი (ლოკომოტივი, რუსეთი), ბერათ ჯიმსიტი (ატალანტა, იტალია), მარაშ კუმბულა (ესპანიოლი, ესპანეთი), ადრიან ისმაილი (ემპოლი, იტალია), ენეა მიჰაი (ფამალიკაო, პორტუგალია)

ნახევარმცველები: ილბერ რამადანი (ლეჩე, იტალია), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი, შვეიცარია), კრისტიან ასლანი (ინტერი, იტალია), მედონ ბერიშა (ლეჩე, იტალია), ქაზიმ ლაჩი (სპარტა, ჩეხეთი), ნედიმ ბაირამი (სასუოლო, იტალია), არბერ ჰოქსა (დინამო ზაგრები, ხორვატია), იასირ ასანი (გვანჯუ, სამხრეთ კორეა), სებასტიან სპაჰიუ (რაფსანჯანი, ირანი)

თავდამსხმელები: აგიმ ზეკა (პარტიზანი), რეი მანაი (სივასპორი, თურქეთი), არმანდო ბროია (ჩელსი, ინგლისი), ტოლენ სეფერი (ვორსკლა, უკრაინა)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, თბილისში, ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელსაც ისტორიაში ერთადერთხელ შეხვდა, 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის მეორე ტურში და დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება, რომელსაც აქამდე 15-ჯერ შეხვდა, საიდანაც 8 მატჩი მოიგო, 3-ჯერ წააგო და 4-ჯერ ფრეს დასჯერდა.

0.136376