ფეხბურთი

14:45 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი მკაცრად დასაჯეს და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

ქართველი ფეხბურთელი „პალერმოსთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მთავარ მსაჯ ფრანჩესკო ფორნოსთან კამათისთვის გააძევეს, მაგრამ ვინაიდან მან მსაჯს ხელიც უბიძგა, სადისციპლინო კომიტეტმა ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებით დასაჯა და მომდევნო ოთხ შეხვედრას გამოტოვებს.

როგორც სადისციპლინო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ქმედება მსაჯის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი აგრესიაა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მსაჯის მომავალ გადაწყვეტილებებზე, ხოლო ფეხბურთელებმა წესებს პატივი უნდა სცენ.

თუ სასჯელის ზომა არ შეიცვალა, ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ „სასუოლოსთან“, „სპეციასთან“, „კატანძაროსა“ და „კალიარისთან“ სათასო მატჩებში ვერ დაეხმარება, მოედანზე დაბრუნება კი, 28 სექტემბერს, „ბრეშას“ წინააღმდეგ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა ორი თამაში ჩაატარა, ერთი შეუცვლელად და მეორე შეცვლაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110727