ფეხბურთი

12:32 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი კარიერას „ალ-აჰლიში“ გააგრძელებს. „ჩელსი“ ბოლო მომენტამდე ცდილობდა ტრანსფერის განხორციელებას, მაგრამ როგორც ჩანს, არ გამოუვიდა და ნიგერიელიც საუდის არაბეთში წავა.

იტალიური მედიის ცნობით, შეთანხმება შედგა და ცნობილია დეტალებიც: ოსიმენი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 40 მილიონ ევროს მიიღებს. თუმცა, სხვადასხვა წყაროთა ცნობით, მისი ხელფასი 25-30 მილიონი ევრო იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელფასი ძალიან მაღალია. „ნაპოლი“ 80 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს.

ოსიმენს ასევე კონტრაქტში ექნება პუნქტი, რომლის თანახმად, ევროპაში დაბრუნება შეეძლება და კლუბი მას ხელს არ შეუშლის. კერძოდ, 2026 წლიდან ოსიმენის გამოსასყიდი ფასი 50 მილიონი ევრო იქნება.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა. მანამდე „ვოლფსბურგის“, „შარლერუასა“ და „ლილის“ ფეხბურთელი იყო.

0.114384