ძიუდო

11:35 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გივიშვილის ოქროს მედალი კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

პერუს დედაქალაქ ლიმაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტ ძიუდოისტთა შორის, გიორგი გივიშვილი ოქროს მედალს დაეუფლა.

გივიშვილმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ანდერსონ არიასი, ხორვატი დავიდ სეგა, არგენტინელი რეივერ სოტო და ფრანგი ბაპტისტე დე არაუხო დაამარცხა, ხოლო ფინალში რუს მეტოქეს აბდულახ პარჩიევს მოუგო და კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ მერაბ სამადაშვილს (60 კგ) და ვასილ გამერზადაშვილს (66 კგ), რომლებიც გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდნენ.

0.118212