ფეხბურთი

13:13 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ლუკაკუს გამო ხელს ცეცხლზე დავდებ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბელგიელი ფორვარდი გუნდს ძალიან სჭირდება და ლუკაკუ ჟურნალისტების წინაშე შეაქო.

„იმედი მაქვს, რომ ლუკაკუ თამაშამდე გუნდთან ერთად ვარჯიშს მოახერხებს. „პარმასთან“ გუნდთან ერთად იქნება და ვნახოთ, რამდენ ხანს ითამაშებს. მასზე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე იყო: ატიპიურია, სიმაღლეში 1.90-ია, მაგრამ ძალიან სწრაფი და ძლიერია. გვჭირდება ასეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს შეტევაში გადასვლაში დაეხმარება. ჩემი აზრით, ის უნიკალური ფეხბურთელია, მისთვის ხელს ცეცხლზე დავდებ. მან იცის, როგორი პასუხისმგებლობა აქვს ჩემს, „ნაპოლისა“ და გულშემატკივრების მიმართ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუმ „ნაპოლისთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბელგიელი ფორვარდი კონტეს ხელმძღვანელობით „ინტერში“ თამაშობდა.

0.136021