ფეხბურთი

10:44 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის ხუმრობა: "უეფამ ეს ფორმატი იმიტომ შექმნა, რომ "რეალმა" ვერ გაიმარჯვოს" (+VIDEO)

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი უეფას პრეზიდენტის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა და ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის წილისყრაშიც მონაწილეობდა.

ჯიჯის წილისყრის დასრულების შემდეგ ესპანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რა არის მიზეზი, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატი შეცვალა. ბუფონმა მას თავიდან ხუმრობით უპასუხა:

„უეფას პირველი მიზანი ისაა, რომ მადრიდის „რეალმა“ ვეღარ მოიგოს (იცინის - რედ). არა, ვხუმრობ, ეს ხუმრობაა. იმედი მაქვს, ამ ფორმატში საუკეთესო გუნდები გაიმარჯვებენ, ბოლო წლებში კი, საუკეთესო ყოველთვის „რეალი“ იყო, ვნახოთ, ამ ახალ ფორმატში თუ მოახერხებს იგივეს, თუმცა როგორც ყოველთვის ვამბობ, ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი გუნდი მადრიდის „რეალია“, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 36 გუნდი ითამაშებს, გაუქმდა ჯგუფური ეტაპი, შედგება ერთიანი სატურნირო ცხრილი, ხოლო თითოეული გუნდი 8-8 მატჩს ჩაატარებს სხვადასხვა მეტოქესთან, ოთხს შინ და ოთხს - სტუმრად. ერთიან სატურნირო ცხრილში მოწინავე 8 გუნდი პირდაპირ გავა მერვედფინალში, 25-36 ადგილებზე გასული გუნდები ტურნირს გამოეთიშებიან, ხოლო მე-9-დან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული გუნდები მერვედფინალის საგზურს პლეი-ოფში ორმატჩიან დუელში გაითამაშებენ.

0.11514