ფეხბურთი

10:01 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" წარმომადგენლები ნეაპოლში ჩავიდნენ, რათა "ნაპოლის" ოსიმენის ტრანსფერზე მოურიგდნენ

ლონდონის „ჩელსის“ წარმომადგენლები ნეაპოლში არიან, რათა „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე დაიყოლიონ.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ინგლისური კლუბი ეცდება შეთანხმების მიღწევას. ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ „ჩელსის“ ოსიმენის გადაბირება იჯარით და გამოსყიდვის უფლებით სურს, „ნაპოლი“ მხოლოდ გაყიდვაზეა თანახმა.

ამავდროულად, იტალიელებმა რომელუ ლუკაკუ შეიძინეს, შესაბამისად, ოსიმენი მათ აღარ სჭირდებათ და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გამოსავალი უნდა მოძებნონ.

ნიგერიელით „ალ-აჰლიცაა“ დაინტერესებული, თუმცა, ოსიმენს მაინც ევროპაში დარჩენა უფრო ხიბლავს, ვიდრე ამ ეტაპზე საუდის არაბეთში წასვლა.

ვიქტორ ოსიმენს მიმდინარე სეზონში „ნაპოლიში“ არ უთამაშია, ჯერ განაცხადშიც არ ყოფილა.

0.113079