საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის, ჯგუფში მეორე ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვედრის რეალური შანსი აქვს, ამიტომ, თითოეული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. სვანაძის გუნდი 5 სექტემბერს, ბათუმში, მოლდოვას უმასპინძლებს, ხოლო 9 სექტემბერს, ვენლოში, ნიდერლანდებს ესტუმრება.
21-წლამდელთა მოახლოებულ შეკრებას, დისციპლინარული სანქციის გამო - უკრაინული პოლისია ჟიტომირის მცველი - გიორგი მაისურაძე (გაძევება) გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს - ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი) და გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია) ვერ დაეხმარებიან, შემადგენლობა კი, ასეთია:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).
ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს.