ფეხბურთი

17:35 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფედერიკო კიეზა "ლივერპულში" ითამაშებს

„ლივერპულმა“ ფედერიკო კიეზა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიელმა შემტევმა „წითლებთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 14-ნომრიანი მაისური მოირგო. „იუვენტუსმა“ კიეზას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი მიიღო, რასაც ბონუსები დაემატება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ლივერპულის“ ფეხბურთელი გავხდი. როცა დამირეკეს და მკითხეს, მინდოდა თუ არა, ლივერპულში გადასვლა, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ვიცი, ამ კლუბის ისტორია, ვიცი, რას წარმოადგენს ის გულშემატკივრებისთვის. ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თამაშის დაწყებას“, - აღნიშნა კიეზამ.

„იუვენტუსმა“ ფედერიკო კიეზა 2020 წელს „ფიორენტინადან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 131 მატჩში 32 გოლი გაიტანა (20 საგოლე პასი). კონტრაქტი 2025 წელს ეწურებოდა, რომლის განახლებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ის ტრანსფერზე დააყენეს. „იუვენტუსსში“ მან ორჯერ იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერთასი მოიგო.

კიეზა გიორგი მამარდაშვილის შემდეგ „ლივერპულის“ მეორე შენაძენია მიმდინარე ზაფხულს. თუმცა, იტალიელი გუნდს უკვე შეუერთდა, ხოლო ქართველი მეკარე გაისად შეუერთდება. კიეზას კარიერა ფლორენციის „ფიორენტინაში“ დაიწყო, სადაც 2016-2020 წლებში თამაშობდა.

0.112382