ფეხბურთი

16:58 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ეს ემოციები არასდროს დამავიწყდება, სასწაულები ხდება"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

“სასწაულებიც ხდება და ყოველთვის მჯეროდა, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო. არასდროს დამავიწყდება ეს ემოციები ამ პუბლიკის წინაშე. სლოვაკური ფეხბურთისთვის ეს დიდი წარმატებაა. მჯერა, რომ ინვესტიციას გონივრულად განვახორციელებთ, „სლოვანს“ დიდი გეგმები აქვს. საერთოდ არ მაინტერესებს, ვის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, ვიცი, რომ მეგაგუნდების წინააღმდეგ, მაგრამ ახლა ჩემთვის მეგავარსკვლავები ჩემი ფეხბურთელები არიან.

2005 წელს „პეტრჟალკას“ გაყვანასთან შედარება? მაშინ ახალგაზრდა მწვრთნელი ვიყავი, ახლა კი, ვიცოდი, რასთან მქონდა საქმე და რა პასუხისმგებლობა მქონდა“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ "სლოვანი" პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, ვლადიმირ ვაისი - არა. მან 2005 წელს, "პეტრჟალკა" (იგივე "არტმედია") გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, რაც ძალიან დიდი სენსაცია იყო. ვაისს აქამდე "სლოვანშიც" დიდი წარმატება ჰქონდა, როცა 2012 წელს ევროპა ლიგის ჯგუფში გაიყვანა, პლეი-ოფში "რომას" დამარცხებით. გარდა ამისა, ვაისის სახელს უკავშირდება სლოვაკეთის ნაკრების ყველაზე დიდი წარმატებაც, როცა 2010 წლის მუნდიალის მერვედფინალში ითამაშა.

0.117548