ფეხბურთი

14:53 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა“ მოდრიჩის შემცვლელი იპოვა

მადრიდის „რეალში" მიაჩნიათ, რომ ნახევარმცველები ლუკა მოდრიჩი და დანიელ სებალიოსი მომავალ ზაფხულს დატოვებენ გუნდს და სურთ ლევერკუზენის „ბაიერის" ფეხბურთელი ფლორიან ვირცი შეიძინონ - გვამცნობს Relevo.

„სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მოდრიჩი მომავალ ზაფხულს სავარაუდოდ კარიერას დაასრულებს, ხოლო სებალიოსი შესაძლოა სხვა გუნდში წავიდეს, ან ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ან ერთი წლის შემდეგ.

კლუბი დარწმუნებულია, რომ ვირცი წარმატებით ჩაანაცვლებს მოდრიჩს და მომავალ ზაფხულს მისი შეძენა სურს. თუმცა, „რეალს" მოუწევს „ბაიერნთან" კონკურენციის მოგება, რომელიც ასევე დაინტერესებულია ფეხბურთელით.

ახალ სეზონში ვირცმა სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ფლორიანმა ყველა ტურნირზე 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.119099