ფეხბურთი

14:16 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის მამას მიაჩნია, რომ მისი შვილი „ვალენსიაში" კიდევ ერთი წლით დარჩენით ისარგებლებს

„ვალენსიისა“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მამამ, დავით მამარდაშვილმა ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე, „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ესპანურ კლუბში იჯარით დარჩენაზე ისაუბრა.

„ჩემი შვილი ყოველდღე იზრდება და პროგრესირებს. ვფიქრობ, ერთ წელიწადში ის სხვა მეკარე იქნება, როცა „ლივერპულში“ წავა. გიორგი ახლა კარგია, მაგრამ მომავალ წლებში შეიძლება კიდევ უკეთესი იყოს. მას შეუძლია სუპერ მეკარე გახდეს. ალისონი ძალიან ძლიერია, ყველამ იცის ამის შესახებ. ამ მიზეზით გადავწყვიტეთ „ვალენსიაში“ ერთი წელი დავრჩენილიყავით“, - ციტირებს უფროსი მამარდაშვილის სიტყვებს Metaratings.

23 წლის გიორგი მამარდაშვილი „ღამურების” შემადგენლობაში 2022 წლიდან თამაშობს. მან ესპანურ კლუბში 101 მატჩი ჩაატარა. მეკარის კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.111402