13:38 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ კეპა არისაბალაგა „ბორნმუთში“ იჯარით გაუშვა

29 წლის „ჩელსის“ ბასკი მეკარე, კეპა არისაბალაგა მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ბორნმუთში“ გადავიდა - წერს „ალუბლების" პრესსამსახური სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

„ბორნმუთი" მოხარულია გამცნოთ, რომ მეკარე კეპა არისაბალაგა იჯარით 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე ჩვენთან ითამაშებს", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კეპას კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში. წინა სეზონში ესპანელმა მეკარემ მადრიდის „რეალის" შემადგენლობაში 20 თამაში ჩაატარა და ორი ყვითელ ბარათი მიიღო.

0.109894