ფეხბურთი

12:54 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: „მთელი ჩემი ცხოვრება სავსეა სირთულეებით“

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთში გადასვლის სირთულის შესახებ შეკითხვას უპასუხა. პორტუგალიელის თქმით, „ალ-ნასრში“ გადასვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მთელი მისი ცხოვრება გადაადგილების სახით ასეთი „სიძნელეებისგან" შედგება.

„მთელი ჩემი ცხოვრება სავსეა სირთულეებით. სახლიდან 11 წლის ასაკში წამოვედი დიდ ქალაქში საცხოვრებლად. ჩემთვის ადვილი იყო. გადავედი მადეირადან ლისაბონში, ლისაბონიდან ინგლისში, ინგლისიდან ესპანეთში, შემდეგ იტალიაში და შემდეგ ისევ ინგლისში. ჩემთვის გადაადგილება პრობლემა არ არის“, - თქვა რონალდუმ თავის YouTube არხზე რიო ფერდინანდთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ფორვარდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118353