საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდის კილიან მბაპეს ოფიციალური ანგარიში სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ჰაკერებმა გატეხეს - წერს Mirror.
წყაროს ცნობით, მბაპეს სოციალური ქსელები გატეხეს პოსტებით, რომ „MBAPPE" ჟეტონმა 90 000 გაყიდვას მიაღწია, ასევე იყო საფეხბურთო გუნდების სხვადასხვაგვარი შეურაცხყოფა და კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირების კომენტარი.
მბაპეს გვერდზე ეწერა: „კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ეს ჯუჯა (ლიონელ მესი) არ არის ჩემთვის საუკეთესო."
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა „ტოტენჰემს“ უწოდეს „სირცხვილი", დაწერეს, რომ მბაპე „მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარია და აპირებს მათთან შეერთებას. ასევე გამოაქვეყნეს რამდენიმე პოსტი პოლიტიკურ თემებზე.
ყველა ეს პოსტი მოგვიანებით წაიშალა ანგარიშიდან.