ფეხბურთი

11:12 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი „ბარსელონას" მიერ დანი ოლმოს რეგისტრაციას გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განმარტა, თუ რას გრძნობდა როცა „ბარსელონამ" ნახევარმცველი დანიელ ოლმო დაარეგისტრირა.

- კრისტენსენს, რომელიც თითქოს ერთ თვეში უნდა დაბრუნებულიყო, თარიღი ოთხი თვით გაუხანგრძლივეს. ამის წყალობით „ბარსელონამ“ დანი ოლმო დაარეგისტრირა. რას ფიქრობთ ამაზე?

- ამ კითხვით ლა ლიგას უნდა მიმართოთ. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა კლუბს, ყველა მოთამაშეს და ყველა გადაწყვეტილების მიმღებს“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ესპანური ონლაინ გამოცემა AS.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ოლმო დაარეგისტრირა, ფეხბურთელმა „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა. ოლმო კატალონიელებს აგვისტოში გერმანული „ლაიპციგიდან“ შეუერთდა. სატრანსფერო თანხა 55 მილიონი ევრო + ბონუსები იყო. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.113138