ფეხბურთი

10:26 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტონალი დაბრუნდა

„ნიუკასლისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ „ნოტინგემ ფორესტთან“ ლიგის თასის მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ეს იტალიელის პირველი მატჩია 308 დღის განმავლობაში.

24 წლის ფეხბურთელს 10 თვიანი აკრძალვა მოეხსნა სპორტულ ფსონებში მონაწილეობისთვის. იტალიელი ფსონებს დებდა „მილანის“ მატჩებზე, რომლის ფეხბურთელიც მაშინ იყო. ტონალიმ აღიარა, რომ კრედიტორების ვალი 3 მილიონი ევრო აქვს.

სასჯელის გამო ტონალიმ 2023/2024 წლების სეზონის უმეტესი ნაწილი გამოტოვა, ასევე არ უთამაშია 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ ტონალი 2023 წლის ზაფხულში „მილანიდან“ გადავიდა „ნიუკასლში“ 64 მილიონ ევროდ. დისკვალიფიკაციამდე, ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე კლუბთან ძალაშია 2028 წლის ივნისის ბოლომდე.

0.11323