ფეხბურთი

2:31 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვის ტრანსფერი გადაწყდა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის

საქართველოს ნაკრებისა და „ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი „ემპოლიში“ გადავა. ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია.

როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, შეთანხმება მიღწეულია, ქართველი „ემპოლის“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება, შესაბამისად, 1+3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. საბა ტოსკანურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დიდი ალბათობით დღეს გაივლის.

"ემპოლიში" კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე ირიცხება, ხოლო თავის დროზე ამ გუნდში ლევან მჭედლიძეს და ირაკლი შეყილაძეს უთამაშიათ, ასე რომ, იქ ქართველებს კარგად იცნობენ.

საზონოვის გარდა, „ტორინოდან“ „ემპოლიში“ იჯარით პიეტრო პელეგრი გადავა, ხოლო სებასტიან ვალუკიევიჩი ტურინულ გუნდს მიაშურებს, რომლის სანაცვლოდ „ემპოლი“ ორი ფეხბურთელის იჯარის გარდა, 5 მილიონ ევროსაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ შარშან შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და დღემდე ტურინულ გუნდში მხოლოდ 13 თამაში ჩაატარა.

„ემპოლიმ“ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და სერია A-ში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული.

0.113917