ფეხბურთი

22:58 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ზედიზედ მესამედ დამარცხდა, მაგრამ მამარდაშვილი მატჩის MVP გახდა

„ვალენსია“ სეზონი კატასტროფულად დაიწყო, ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. რუბენ ბარახას გუნდი ამჯერად „სან მამესზე“ „ბილბაოსთან“ ვერაფერს გახდა - 0:1.

უფრო დიდი რომ არ არის სხვაობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც ერთხელ ინიაკი უილიამსს და მეორედ ნიკო უილიამსს აუღო რთული დარტყმები. გიორგიმ 3 სეივი შეასრულა და ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

გოლში, რომელიც 45-ე წუთზე ბანეტ პრადოს დიასმა გაიტანა, გიორგის არანაირი ბრალი არ მიუძღვის. რუბენ ბარახას გუნდს ძალიან უჭირს, დაცვაშიც და შეტევაშიც: ვალენსიელებმა კარისკენ ერთადერთხელ დაარტყეს, კარში არ დაურტყამთ - სავალალო ფეხბურთი აჩვენეს.

მოგეხსენებათ, მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ გააფორმა კონტრაქტი და გაისად ინგლისურ კლუბს შეუერთდება, ხოლო მიმდინარე სეზონს „ღამურებში“ დაასრულებს.

„ვალენსია“ სამი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 31 აგვისტოს, „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

0.114121