ფეხბურთი

22:14 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ჩემი მიზანი 1000 გოლის გატანაა და ამ გოლების დასამტკიცებლად ვიდეოები მაქვს"

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის იუთუბ არხზე პირველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ყოფილ თანაგუნდელს, რიო ფერდინანდს ესაუბრა.

კრიშტიანუმ რიოს უთხრა, რომ მისი მიზანი 1000 გოლის გატანაა.

„ჩემი მიზანია ჯერ 900 გოლი გავიტანო, შემდეგ 1000. თუ ტრავმები არ მექნება, რატომაც არა, შემიძლია. თუმცა, ერთი განსხვავებაა: მე ჩემი ყველა გოლის ვიდეო მაქვს და შემიძლია დამტკიცება, რომ ეს გოლები გავიტანე. დი სტეფანოს, პელეს და სხვებს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი გოლების ამსახველი კადრები არსებობს. თუ სხვანაირად შევხედავთ, ვარჯიშებიდან გოლებიც მეც შემიძლია მივითვალო“, - თქვა რონალდუმ.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ამჟამად 899 გოლია.

0.116541