ფეხბურთი

20:14 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "გუნდში მიქაუტაძის ინტეგრაცია დავაჩქარეთ"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა „სტრასბურთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოკლე კომენტარი გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.

„მიქაუტაძეს აქვს ლიონელი კაცისთვის დამახასიათებელი ქცევები, მას აქვს კარგი განათლება და სხვების პატივისცემა იცის. რადგან ცოტა გვიან შემოგვიერთდა, გუნდში მისი ინტეგრაცია დავაჩქარეთ, რომ სათამაშო დრო მიგვეცა“, - თქვა საჟმა.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ლიგა 1-ის მესამე ტურში 30 აგვისტოს, „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.

0.104641