ფეხბურთი

16:06 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო კიეზა "ლივერპულში" ითამაშებს

ფედერიკო კიეზა კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. ინგლისურ კლუბსა და „იუვენტუსს“ შორის შეთანხმება შედგა.

„ლივერპული“ „იუვეს“ 13 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსად 2 მილიონი ევროც დაემატება, ის "წითლებთან" ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. კიეზამ აეროპორტში იტალიურ მედიასთან კომენტარიც გააკეთა:

„ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, მივესალმო „იუვენტუსის“ ფანებს, მადლობა გადავუხადო ამ წლებში სიყვარულისთვის, ნამდვილად გულით ვატარებ ამ ყველაფერს, მადლობა „იუვენტუსს“. ვწუხვარ, რომ „იუვეს“ დატოვება მომიწია, მაგრამ ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ ამ ახალი თავგადასავლით და ერთის სული მაქვს „ლივერპულში“ ვითამაშო“, - თქვა კიეზამ.

„იუვენტუსმა“ ფედერიკო კიეზა 2020 წელს „ფიორენტინადან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 131 მატჩში 32 გოლი გაიტანა. კონტრაქტი 2025 წელს ეწურებოდა, რომლის განახლებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ის ტრანსფერზე დააყენეს.

ფედერიკოს შეძენა „ბარსელონასაც“ სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ აჯობა, რომლისთვის კიეზა გიორგი მამარდაშვილის შემდეგ მეორე შენაძენია მიმდინარე ზაფხულს. თუმცა, კიეზა გუნდს ახლავე შეუერთდება, ხოლო ქართველი მეკარე გაისად. კიეზას კარიერა ფლორენციის „ფიორენტინაში“ დაიწყო, სადაც 2016-2020 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116401