ფეხბურთი

15:28 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუ "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გადის

რომელუ ლუკაკუ რომში ჩავიდა, სადაც ვილა სტიუარტის კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდება.

„ჩელსი“ ბელგიელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, გარდა ამისა, მომდევნო ტრანსფერიდან 30%-იც ერგება. ბელგიელი „აძურისთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით სეზონში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ლუკაკუ ანტონიო კონტეს მთავარი მოთხოვნა იყო სატრანსფერო ბაზარზე, რომელსაც „ინტერიდან“ ძალიან კარგად იცნობს, სადაც ერთად მუშაობდნენ და ბელგიელსაც კარიერაში საუკეთესო პერიოდი ედგა.

ამრიგად, „ნაპოლის“ ამ სეზონში ახალი შეტევა ეყოლება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, რომელუ ლუკაკუსა და დავიდ ნერეშით დაკომპლექტდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111034