ფეხბურთი

16:41 | 28.08.2024 | ნანახია 4204 - ჯერ

"იუვენტუსი" სანჩოს ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსს“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჯეიდონ სანჩოს დამატება სურს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ჯერჯერობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს და ოპტიმისტური განწყობაც აქვთ. „იუვენტუსს“ სანჩოს დამატება იჯარით და გამოსყიდვის უფლებით სურს, თავის მხრივ, ინგლისელთა სურვილი გამოსყიდვის ვალდებულებაა. გარდა ამისა, ხელფასის ნახევარი იჯარის პერიოდში ფეხბურთელს „მანჩესტერმა“ უნდა გადაუხადოს.

ჯეიდონ სანჩო ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის და კლუბის დატოვება სურს, ის თანახმაა კარიერა იტალიურ გრანდში გააგრძელოს.

სანჩო „მანჩესტერმა“ „დორტმუნდიდან“ 2021 წელს შეიძინა და 83 მატჩში 12 გოლი გაიტანა, თუმცა, მან „ოლდ ტრაფორდზე“ მოლოდინი ვერ გაამართლა. გაცილებით კარგი იყო მანამდე „დორტმუნდში“, სადაც 158 შეხვედრაში 53 გოლი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსმა“ ცოტა ხნის წინ ნიკო გონსალესი და ფრანსისკო კონსეისაო დაიმატა, ხოლო დღეს, ტურინში სამედიცინო შემოწმებაზე ტეუნ კოპმაინერსი ჩავიდა, შესაბამისად, ისიც სულ მალე უნდა გახდეს „იუვეს“ ფეხბურთელი.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:32 | 26.09.2017
დედაკი მოვტყან (419)

ვეიდი თუ გადავიდა და ოკლაჰომამ გოლდენი დაჩაგრა და ჩემპიონიც გახდა, დურანტი იტყვის გოლდენში კი ვარ მარა ჩემი გული ვეღარ უძლებს ოკლას მონატრებასო, და დაბრუნდება ისევ ოკლაჰომას შეეტენება

23:43 | 26.09.2017
დურანტულა35 (6807)

ეჰ,ფიურერო.ერთი შენ დაუბრუნდი გერმანიას და დურანტიც ისე დაუბრუნდება. არადა როგორ აკლიხარ ერს. სავსეა ქვეყანა არაარიელებით. 1 დღით წამოგაყენა ...

10:40 | 27.09.2017
BEERTRANCE (97819)

რა გინდა ნაცისტები კი შეიყვანა რაიჰსტაგში DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

22:29 | 26.09.2017
დურანტულა35 (6807)

ნუ,ვაფასებ ვეიდს.მარა ეხლა მაგის გუნდში გადასვლა,რომელ გუნდსაც ჩემპიონობა წყურია გაძლიერება ნაღდად არ არის.საჩემპიონო გახდაო თქვა და რამე.წარამვალი იგროკები მოიყვანა გუნდში ,მომავალი გაუშვა ,წარმავალი და სამარეშიი მყოფი ხალხიი მოიყვანააა.ვეიდი,კალდერონი,როუზი და ეს კორვერიც რაღა უკლია 40 წლამდე.ვიღაცაა ძაან სერიოზული ცენტრი ან ვინმე თუ არ დაითრიეს ეს კამანდა ლებრონის გარეშეე მაქსიმუმ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდეს.სუპერფინალში ლებრონთან ერთადაც მოი*ყვნება...

22:23 | 26.09.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

ლებრონამ დააგინა უკვე და ეხლა გინდა მესიჯი გაუგზავნე და გინდა შიკრიკი აფრინე

22:11 | 26.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ნელა ჯორჯ ვეიდი მელოში არ შეგეშალოს ვეიდი ლებრონაა

22:00 | 26.09.2017
aulol besoi (1291)

უკვე გვიანია?!

22:09 | 26.09.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ძაან დდდ

0.063019
4204