მონტევიდეოს „ნასიონალის“ 27 წლის ფეხბურთელი ხუან ისკიერდო გარდაიცვალა.
23 აგვისტოს, ლიბერტადორესის თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩში ისკიერდო „სან პაულუსთან“ მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანა.
მისი მდგომარეობა ამ დღეების განმავლობაში მძიმე იყო და სამწუხაროდ, ექიმებმა სიცოცხლე ვერ შეუნარჩუნეს. ფატალური შემთხვევა გულის არითმიამ გამოიწვია.
ხუან ისკიერდო კარიერის განმავლობაში „სეროს“, „პენიაროლის“, „უონდორერსის“, „ატლეტიკო სან ლუისის“ და ურუგვაული „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა.