ფეხბურთი

14:43 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლიში" საზონოვის ტრანსფერი ფინალურ ფაზაშია

საქართველოს ნაკრებისა და „ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი „ემპოლიში“ გადასვლასთან ახლოსაა.

ჯერ კიდევ გუშინ ჯანლუკა დი მარციო წერდა ამის შესახებ, ცნობილია, რომ „ემპოლიდან“ „ტორინოში“ 5 მილიონ ევროდ ტომაშ ვალუკიევიჩი გადავა, ხოლო ტურინელები იჯარით საზონოვს და პიეტრო პელეგრის დაუთმობენ.

კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ „ემპოლიში“ საზონოვის ტრანსფერი ფინალურ ეტაპზეა. ის ტოსკანურ კლუბს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთება, 1+3-წლიანი კონტრაქტით.

"ემპოლიში" კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე ირიცხება, ხოლო თავის დროზე ამ გუნდში ლევან მჭედლიძეს და ირაკლი შეყილაძეს უთამაშიათ, ასე რომ, იქ ქართველებს კარგად იცნობენ.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ შარშან შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და დღემდე ტურინულ გუნდში მხოლოდ 13 თამაში ჩაატარა.

0.118077