„უოტფორდმა“, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს, გამოცდილი ცენტრალური მცველი ანჯელო ოგბონა დაიმატა.
36 წლის იტალიელი თავისუფალი აგენტი იყო და „უოტფორდთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ანჯელო ოგბონა 2015-2024 წლებში „ვესტ ჰემში“ თამაშობდა, სადაც 249 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მანამდე კი, ტურინულ კლუბებში, „ტორინოსა“ (163 შეხვედრა, 1 გოლი) და „იუვენტუსში“ ირჯებოდა (55 მატჩი).
ოგბონას 2011-2016 წლებში იტალიის ნაკრებში 13 თამაში აქვს ჩატარებული.