ფეხბურთი

11:05 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუმინულ კლუბში ზივზივაძის ტრანსფერი ჩაიშალა

ბუქარესტის „რაპიდს“ კოსოვოელი თავდამსხმელის, ალბიონ რაჰმანის შემცვლელად ბუდუ ზივზივაძის შეძენა სურდა, მაგრამ რუმინული მედიის ბოლო ცნობებით, გარიგება თითქმის ჩაიშალა.

„კარლსრუესთვის“ რუმინელთა შეთავაზებული ფასი მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა კონკრეტული ციფრი უცნობია.

გარდა ამისა, გერმანული გამოცემა ka-news-ი წერს, რომ ინფორმაცია, რომელიც ორი დღის წინ გაავრცელებს, თითქოს ბუდუს შვიდნიშნა შემოთავაზება ჰქონდა, უსაფუძვლო ჭორი აღმოჩნდა. ასე რომ, თუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში არაფერი შეიცვალა, ქართველი ისევ „კარლსრუეში“ დარჩება.

მიმდინარე სეზონი ბუდუ ზივზივაძემ შესანიშნავად დაიწყო და ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11639