ფეხბურთი

1:24 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სამი მონაწილე გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სამი საპასუხო მატჩი გაიმართა და ძირითადი ეტაპის სამი მონაწილეც შესაბამისად გაირკვა.

ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს ბერნის „იანგ ბოიზი“, რომელმაც სტამბოლის „გალათასარაის“ ჯერ შინ მოუგო 3:2, ხოლო ამჯერად სტამბოლშიც აჯობა 1:0 და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე. თურქეთის ჩემპიონს კი, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპით მოუწევს დაკმაყოფილება.

ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ კიევის „დინამოსთან“ სტუმრად მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა (2:0) შინ შეინარჩუნა, 1:1-ს დასჯერდა, რაც სრულად საკმარისი იყო. „ზალცბურგი“ მთავარ ბადეში ითამაშებს.

პრაღის „სპარტამ“ კიდევ უფრო ადვილად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება, რომელმაც შვედურ „მალმიოს“ ჯერ სტუმრად და ახლა შინ 2:0 მოუგო, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში 4:0 გაიმარჯვა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დანარჩენი მატჩები ოთხშაბათს ჩატარდება, ხოლო ხუთშაბათს წილისყრა გაიმართება.

0.129233