ფეხბურთი

0:16 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" დარასელიას თასზე ნახევარფინალში "იუვენტუსთან" დამარცხდა

ვიტალი დარასელის თასზე „დინამო თბილისი“ ნახევარფინალში ტურინის „იუვენტუსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ნიკოლოზ ჩიქოვანის გოლით „დინამომ“ 1:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში „იუვემ“ თამაშში გარდატეხა შეიტანა.

დუბლი შეასრულა ლორენცო კანჩილამ და ტურინელები 2:1 დაწინაურდნენ. შეხვედრის მიწურულს მათე შათირიშვილმა აღადგინა წონასწორობა - 2:2. პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც „იუვენტუსმა“ უკეთ შეასრულა და 4:2 მოიგო.

დარასელიას თასის ფინალში 28 აგვისტოს, „იუვენტუსი“ „ვალენსიას“ შეხვდება, ხოლო მესამე ადგილისთვის „დინამო თბილისი“ „უოტფორდს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118425