ფეხბურთი

23:37 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "სწორედ ამიტომ გადავწყვიტე "ვალენსიაში" კიდევ ერთი წელი დარჩენა"

გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ ტრანსფერის დადასტურების შემდეგ „ვალენსიას“ გულშემატკივრებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა.

როგორც მამარდაშვილი წერს, „ვალენსიამ“ შექმნა მისი კარიერა და ამ კლუბის ძალიან მადლიერია:

„ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.

სიტყვები არ არის საკმარისი გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.

ყველამ ვიცით,როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც. ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე“, - დაწერა გიორგიმ.

გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის ზაფხულში ის „ვალენსიაში“ იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 102 თამაში ჩაატარა. გიორგი „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და „ლივერპულს“ 2025 წელს შეუერთდება.

პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს ქართველებიდან გიორგი ქინქლაძეს, თემურ ქეცბაიას, მიხეილ ყაველაშვილს, რატი ალექსიძეს და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ. ინგლისურ კლუბებში სხვა ქართველებიც ყოფილან და ახლაც არის, გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“, მაგრამ პრემიერლიგაში ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა არავის უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117329