ფეხბურთი

22:50 | 27.08.2024 | ნანახია 466 - ჯერ

"რომამ" საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

„რომამ“ საუდის არაბეთის ნაკრების და „ალ-ჰილალის“ მარჯვენა მცველი, საუდ აბდულჰამიდი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

25 წლის ფეხბურთელის შეძენა „ჯალოროსის“ მთლიანობაში 3 მილიონი ევრო დაუჯდა, მან 12-ნომრიანი მაისური მოირგო და კონტრაქტი გააფორმა. აბდულჰამიდი არათუ „რომას“, არამედ სერია A-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელია საუდის არაბეთიდან.

საუდ აბდულჰამიდი 2018-2022 წლებში „ალ-იტიჰადში“ თამაშობდა, ხოლო 2022 წლიდან „ალ-ჰილალის“ წევრი იყო და 119 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. საუდის არაბეთის ნაკრებში მას 36 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:15 | 14.05.2019
THE CROW (214)

ჩინეთში გააგდეთ ეს უვარგისი ამის ნათამაშები არ გაიშვა...

15:15 | 14.05.2019
THE CROW (214)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

0.06147
466