ფეხბურთი

21:38 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" კიდევ ერთი მეკარე დაიმატა, რიგით მერვე...

ლონდონის „ჩელსიმ“ ბელგიური „გენკიდან“ მეკარე, მაიკ პენდერსი შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

19 წლის კიპერი „გენკში“ იჯარით დარჩება და „ჩელსის“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება. მან კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ პენდერსი „ჩელსის“ მეშვიდე მეკარეა! ლონდონელებმა ცოტა ხნის წინ იყიდეს ფილიპ იორგენსენი, ასევე ჰყავთ რობერტ სანჩესი, კეპა არისაბალაგა, ჯორჯე პეტროვიჩი, ლუკას ბერგრიომი და მარკუს ბეტინელი. გარდა ამისა, კიდევ ერთი მეკარე, ედი ბიჩი განათხოვრებული ჰყავთ. უახლოეს ხანში კეპასაც გაანათხოვრებენ, რომელიც იჯარით „ბორნმუთში“ გადავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115276