ფეხბურთი

20:52 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის შეძენა რუმინულ კლუბს სურს

საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის შეძენა ბუქარესტის „რაპიდს“ სურს.

როგორც რუმინული გამოცემა Fanatak-ი წერს, „რაპიდი“ კოსოვოელი ალბიონ რაჰმანის შემცვლელს ეძებს, რომელიც პრაღის „სპარტაში“ გაყიდა. წყაროს თანახმად, რუმინელები ბუდუს ტრანსფერით არიან დაინტერესებული.

მანამდე გერმანული მედია წერდა, რომ „კარლსრუემ“ სერიოზული შეთავაზება მიიღო, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა შვიდნიშნა შეთავაზება, რაზეც უარის თქმა გერმანელებს გაუჭირდებოდათ. ახლა კი, რუმინულმა მედიამ ბუდუ „რაპიდს“ დაუკავშირა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ გასულ სეზონში II ბუნდესლიგაში 12 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონიც შესანიშნავად დაიწყო და ყველა ტურნირზე ოთხ შეხვედრაში 4 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116887