ფეხბურთი

19:14 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ესპანელი ნახევარმცველი დაიმატა

ლონდონის „არსენალმა“ „სოსიედადიდან“ მიკელ მერინო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 37 მილიონი ევრო გაიღეს და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

28 წლის ფეხბურთელმა „სოსიედადში“ 242 მატჩში 27 გოლი გაიტანა, მანამდე მას „ოსასუნაში“, „დორტმუნდში“ და „ნიუკასლში“ უთამაშია, ხოლო ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.114318