ფეხბურთი

18:36 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ და მაკტომინეი "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლიან

„ნაპოლი“ რომელუ ლუკაკუს და სკოტ მაკტომინეის დაიმატებს. ბელგიელი ფორვარდის ტრანსფერზე კარგა ხანია შეთანხმება მიღწეულია და მას სამედიცინო შემოწმებაზე იტალიაში ოთხშაბათს ელოდებიან.

27 წლის მატკომინეიც იტალიაში ხვალ უნდა ჩავიდეს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი, კონტრაქტს გააფორმებს. „აძურიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 30 მილიონი ევროს ფარგლებში მიაღწია შეთანხმებას.

სკოტ მაკტომინეის „მანჩესტერში“ 255 მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შოტლანდიის ნაკრებში 43 შეხვედრაში 10 გოლი მიითვალა.

იტალიური კლუბი ასევე აგრძელებს მუშაობს „ბრაიტონიდან“ ბილი გილმორის დამატებაზე. დიდი შანსია ტრანსფერი 18 მილიონ ევროდ შედგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115094