ფეხბურთი

16:00 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო ბრავომ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 41 წლის კიპერმა გააკეთა.

ბრავო ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში სევილიის „ბეტისში“ თამაშობდა, მანამდე „მანჩესტერ სიტის“, „ბარსელონას“, „სოსიედადის“ და „კოლო-კოლოს“ კარს იცავდა. ყველაზე დიდი ხანი ბასკურ კლუბში გაატარა, სადაც 8 წლის განმავლობაში ირჯებოდა.

ჩილეს ნაკრებში კლაუდიო ბრავომ 2004-2024 წლებში 150 მატჩი ჩაატარა.

0.118175