ფეხბურთი

13:40 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურში

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

კვარა Goal Italia-მ გამოარჩია და მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა ტურის სიმბოლურში.

„ბოლონიასთან“ საუკეთესო დღეების კვარა ვნახეთ. მან გაიტანა გოლი, მაგრამ მისი თამაში სავსეა ბევრი სხვა დადებითი რაღაცებით. ბურთი ხარიხას გაარტყა, მოიგონა ბრწყინვალე საგოლე პასი დი ლორენცოზე და უბრალოდ შეუჩერებელი იყო“, - წერს გამოცემა.

მეკარე: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო)

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ალესანდრო ბონჯორნო (ნაპოლი), იაკა ბიოლი (უდინეზე)

ნახევარმცველები: ნიკოლო სავონა (იუვენტუსი), ადრიან ბერნაბე (პარმა), ივან ილიჩი (ტორინო), სამუელ მბანგულა (იუვენტუსი)

თავდამსხმელები: ფლორიან ტოვინი (უდინეზე), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სტატისტიკური ვებგვერდის, Whoscored-ის ვერსიით ტოპ 5 ჩემპიონატის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. კვარამ 9.81 ქულა დაიმსახურა და სიმბოლურში მასზე მაღალი შეფასებით მხოლოდ ნონი მადუეკე (ჩელსი) მოხვდა, რომელსაც 9.83 ქულა დაუწერეს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, „პარმასთან“ ჩაატარებს.

0.118732